კონფერენციები


კონფერენცია:
       2013 წლის 28-30 ნოემბერს; 1-2 დეკემბერს ბაზალეთზე ჩატარდა სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფების კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო პროექტში მონაწილე ყველა სკოლამ.წარადგინეს პრეზენტაციები ჯგუფის მიერ ჩატარებული საქმიანობების,განხორციელებული კვლევებისა და პროექტების შესახებ. მოეწყო მასწავლებლების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების გამოფენა.კონფერენციას უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი ქალბატონი მაია ინასარიძე.

კონფერენცია: "კლასის მართვა და უსაფრთხო სკოლის კონცეფციის პრაქტიკული ასპექტები".


      კონფერენცია ჩატარდა  2013 წლის 26 ოქტომბერს  ქორთიარდ მარიოტში, ააიპ სამოქალაქო ინსტიტუტის მიერ.ღონისძიების მიზკონფერენცია გახსნა სამოქალაქო განვითარების გამგეობის თავმჯდომარემ ია ანთაძემ. წარდგენილი იყო სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის  მიერ ჩატარებული პროექტის პრეზენტაცია. მოვისმინეთ სხვადასხვა სკოლის მასწავლებლების მიერ წარდგენილი პრეზენტაციები. კონფერენციის მსვლელობისას გვქონდა ჩართვა ამერიკიდან, კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორანტთან, ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორთან ბატონ სიმონ ჯანაშიასთან.
ანი და ამოცანა იყო პროექტის: "მასწავლებლები ბავშვთა ორიენტირებული სკოლისათვის" განხილვა და პრეზენტაციების მოსმენა.
      ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო კონფერეციაზე წარდგენილი თემები. საპრეზენტაციაო თემები ეხებოდა სკოლის ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა სკოლის უსაფრთხო გარემო და კლასის მართვა.
კონფერეციაზე დასწრებით შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი და კოლეგა. გავუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი  იდეები და გამოცდილებები. კონფერენციის დასრულებისას გაიმართა პანელური დისკუსია და ვისაუბრეთ  ბევრ პრობლემურ თემებზე. (ანგარიში)

კონფერენცია: "საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის" /ევროპული სკოლა/

2014 წლის 22 თებერვალს ევროპულ სკოლაში ჩატარდა კონფერენცია: "საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის"
რეგისტაციის დასრულების შემდეგ დავათვალიერეთ სკოლა,რამაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. პლენარული სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა სკოლის დირექტორმა ნანა მოსიძემ. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა. სექციური მუშაობა გაიმართა კათედრების მიხედვით. მოვისმინე ბევრი საინტერესო პრეზენტაცია. კონფერენცია დაიხურა პლენარული სხდომით: შეჯამდა კონფერენციის მუშაობა და გადმოგვეცა სერტიფიკატები. 
   დიდი მადლობა კონფერენციის მესვეურებს,ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის!
თემა: "საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის"





კონფერენცია: "სტატიის აკადემიური ფორმატი, პრეზენტაცია და მოხსენება"
ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის პროექტის ფარგლებში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში 8-9 მარტს ჩატარდა ტრენინგი - "სტატიის აკადემიური ფორმატი, პრეზენტაცია და მოხსენება". ტრენინგის ავტორები იყვნენ თამარ მოსიაშვილი და მანანა ბოჭორიშვილი. ორი კვირის განმავლობაში დავამუშავეთ სტატიები, მოვამზადეთ პრეზენტაციები და მოხსენებები. სტატიების პრეზენტაცია მოხდა 23 მარტს კონფერენციაზე. ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო სამუშაო პერიოდი. კონფერენციაზე მოვისმინეთ და განვიხილეთ კოლეგების მიერ დამუშავებული სტატიები,  გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილებები. გადმოგვეცა სერტიფიკატები. ვფიქრობ, ასეთი ტრენინგები და კონფერენციები მეც და ჩემ კოლეგებს დაგვეხმარება პროფესიულ ზრდასა და წინსვლაში.
 დიდი მადლობა კონფერენციის ინიციატორებს, ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობისათვის.

პრეზენტაცია


1 comment:

  1. ინგა,ძალინ მომეწონა შენს მიერ შქმნილი პრეზენტაციები.

    ReplyDelete